ავღანეთში მომხდარ აფეთქებას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთის ქალაქ ჰერატში მდებარე მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„დაიღუპა 18 და დაშავდა 23 ადამიანი“, – განაცხადა ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა სააგენტოსთან საუბარში.

ამასთან, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ‘დაღუპულებს შორის თალიბების მომხრე სასულიერო პირი, მუჯიბ რაჰმან ანსარიცაა.

ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მომხდარს თავდასხმად აფასებენ. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.