რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკში საბავშვო ბაღი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით სლავიანსკში საბავშვო ბაღი დაბომბეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია სლავიანსკის მერზე, ვადიმ ლიახზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
„ქალაქი ისევ დაბომბეს. ტორსკაიას ქუჩაზე საბავშვო ბაღი განადგურდა“, – წერს ქალაქის მერი „ფეისბუქზე“.
 
მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.