30 წელი გავიდა. გონებით, ფიქრით, გულით ისევ იქ ვართ. მე სულ ჭუბერზე მოვდივარ -ირმა ინაშვილი

“30 წელი გავიდა. გონებით, ფიქრით, გულით ისევ იქ ვართ. მე სულ ჭუბერზე მოვდივარ. არ მთავრდება ეს გზა ჩემთვის… და სად მივა ეს გზა, ისევ ჩვენზეა დამოკიდებული”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “პატრიოტთა ალიანის” გენერალური მდივანი სოხუმის დაცემიდან გასულ 30 წელს.

“აფხაზეთის ომის ყოველი დღე ჩემს გონებაში ცოცხლადაა აღბეჭდილი. 30 წელი გავიდა და არც ერთ ეპიზოდს არ დაუკარგავს სიმკვეთრე, ფერი, კონკრეტული განცდა, სუნიც კი… ზღვის და მანდარინის სურნელი და იქვე… სისხლის მძიმე სუნი…

ომგამოვლილები ომზე ძირითადად სდუმან, გაურბიან ხმამაღალ მოგონებებს საზარელ დღეებზე, მაგრამ ეს ის ხალხია, ვისაც სამშობლოს ინტერესების დაცვას ვერავინ დაასწრებს, დამიჯერეთ… ამას ზედმეტი სიტყვების, მოწოდებებისა და ლოზუნგების გარეშე აკეთებდნენ და გააკეთებენ მომავალშიც…

ეს ის ხალხია, ვინც არც ტრაბახობს, არც ჭკუას არიგებს სამყაროს, არც არავის არწმუნებს საკუთარ სიდიადეში, მათი დიდი ნაწილი არც მდიდარია და არც დაწინაურებულია, პირიქით… მაგრამ თავისი სამშობლოს ჩუმი და ერთგული ჯარისკაცია. მათ ვერავინ და ვერაფერი შეაშინებს, ვინაიდან დიდიხნის წინ მოკლეს შიში. ეს ის ხალხია, ვისაც დაეყრდნობი. ამ ხალხს ომგამოვლილი ჰქვია… ❤️

30 წელი გავიდა. გონებით, ფიქრით, გულით ისევ იქ ვართ. მე სულ ჭუბერზე მოვდივარ. არ მთავრდება ეს გზა ჩემთვის… და სად მივა ეს გზა, ისევ ჩვენზეა დამოკიდებული”- წერს სოციალურ ქსელში “პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივან ირმა ინაშვილი.