ვერძი
მათთვის, ვინც სიყვარულს ეძებს, შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ მარტოობას წერტილი დაუსვან. პირად ცხოვრებაში ბედნიერება თქვენს გამჭრიახობაზეა დამოკიდებული. პრობლემის სწორად დანახვის უნარი და მიზანდასახულობა წარმატებას მოგიტანთ. კარიერაში ბრწყინვალე პერსპექტივები იშლება — მთავარია, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. იღბლიანი დღეა: მოსალოდნელია ფინანსური დივიდენდები, ღირებული შენაძენი ან მოგება. გახსოვდეთ, რომ დახარჯულ ენერგიას აღდგენა სჭირდება — თქვენი ორგანიზმი რკინის არ არის და გადაღლას ვერ გაუძლებს. ახლა განტვირთვის დროა, ამისთვის კი, პირველ რიგში, გამოძინება გჭირდებათ.
კურო
შესანიშნავი პერიოდია ურთიერთობებისა და საჭირო კავშირების დამყარებისთვის. გარშემომყოფებს კარგად დააკვირდით — გამორიცხული არ არის, რომ მეგობრული ურთიერთობა რაღაც უფრო მნიშვნელოვანში გადაიზარდოს. გირჩევთ, საღამო მნიშვნელოვან თემებზე საუბარს დაუთმოთ — გულწრფელობა და ნდობა თქვენს კავშირს კიდევ უფრო განამტკიცებს. ნაყოფიერი დღეა შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის. ეცადეთ, ეს ნაყოფიერი დრო ახალი იდეების შექმნისა და თანამოაზრეებთან კავშირისთვის. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუმცა ღამის დადგომამდე ეს უსიამოვნო შეგრძნება უკვალოდ გაქრება.
ტყუპები
ემოციები აკონტროლეთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას თავს ზედმეტის უფლება არ მისცეთ. გახსოვდეთ, რომ ნათქვამ სიტყვას უკან ვერ დააბრუნებთ და სინანული დაგვიანებული იქნება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო უსიამოვნება — მაგალითად, აღმოაჩენთ, რომ სახლში თაგვი გაჩნდა. პლანეტების დღევანდელი ენერგია ხელს უწყობს ნაყოფიერ შრომას და ფინანსური საკითხების მოგვარებას. იდეალური დღეა სწავლისა და საქმიანი მივლინებებისთვის. საგრძნობლად იმატებს ფინანსური იღბალიც — შეგიძლიათ კაპიტალის გაზრდის მიზნით, განიხილოთ თანხის საიმედო პროექტებში ინვესტირების შესაძლებლობა. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე — ჟანგბადის ნაკლებობა თქვენს შრომისუნარიანობაზე უარყოფითად აისახება.
კირჩხიბი
დღეს გექნებათ შანსი, რომ საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ და გარშემო მყოფების ყურადღება მიიქციოთ. თუ მთელ თავისუფალ დროს სამსახურს და მეგობრებს დაუთმობთ. ოჯახის წევრები აგიჯანყდებიან. ეცადეთ, სახლსა და სამსახურს შორის დრო თანაბრად გაანაწილოთ, რათა ნაწყენი არავინ დარჩეს. საკუთარი პოზიციის დაცვისას სიფიცხეს ან აგრესიას ნუ გამოავლენთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, შეინარჩუნოთ გონიერება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფინანსებს ეხება. სასურველია, რომ შოპინგი ორიოდე დღით გადადოთ. თუ ამას ვერ ახერხებთ, საჭირო ნივთების სია შეადგინეთ, რომ ფული უსარგებლო ნივთებში არ დახარჯოთ. არც ფიზიკური აქტივობა დაივიწყოთ — ყოველდღიური ვარჯიში ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ლომი
მშვენიერი დღეა პარტნიორთან ღია და გულწრფელი საუბრისთვის. გრძნობების გამოხატვა ნუ მოგერიდებათ — გახსოვდეთ, რომ გულწრფელობა ჯანსაღი და ბედნიერი ურთიერთობის საფუძველია. ყურადღება არ მოადუნოთ — ის, ვინც ყოველთვის მეგობრად მიგაჩნდათ, შესაძლოა, ზურგს უკან ორმოს გითხრით, ამიტომ საიდუმლოს ახლობლებსაც ნუ გაანდობთ. სხვის ვალდებულებებს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ იმისთვის, რომ უკეთესი გამოჩნდეთ — ამით მხოლოდ ძვირფას დროს დაკარგავთ. თუ რამე საკითხის მოგვარებას დიდხანს და ამაოდ ცდილობდით, მალე მოგეცემათ შანსი, რომ სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ შემოატრიალოთ. ფრთხილად იყავით ტექნიკასთან — ვარსკვლავები საყოფაცხოვრებო ტრავმების ალბათობაზე მიუთითებენ.
ქალწული
დადგა დრო, გრძნობებში გამოუტყდეთ იმას, ვინც დიდი ხანია გიყვართ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ წონასწორობის დაცვა ისწავლოთ. ეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. ფრთხილად იყავით, შესაძლოა, შურიანმა კოლეგამ ხელმძღვანელობის თვალში თქვენი ავტორიტეტის შელახვა სცადოს. ვარსკვლავები მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებს გიწინასწარმეტყველებენ, რომელთა ნაწილიც გაუთვალისწინებელი იქნება. თუმცა სანერვიულო არაფერია — თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია და შემოსავლების ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თავის ტკივილი, ამიტომ მოერიდეთ აგრესიას, სიჯიუტესა და დაპირისპირებას.
სასწორი
ვარსკვლავები მარტოხელა სასწორებს სასიამოვნო შეხვედრას ჰპირდებიან, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. გირჩევთ, საკუთარ იმიჯზე იზრუნოთ და გარდერობი განაახლოთ. შეეცადეთ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალისტური მიზნები დაისახოთ, თორემ მეოცნებე ადამიანის სახელს დაიმკვიდრებთ. ახლა ნოვატორობისა და ექსპერიმენტების დრო არ არის — სწრაფად და კარგად გამოცდილი ხერხებით უნდა იმოქმედოთ. მოსალოდნელია მცირე შეცდომა, რომელმაც შეიძლება ფინანსური ზარალი ან ავტორიტეტის შელახვა გამოიწვიოს. ასტროლოგები გირჩევენ, ცომეული და ტკბილეული შეამციროთ, მშრალად წახემსების მავნე ჩვევაზე უარი თქვათ და ჯანსაღ კვებაზე გადახვიდეთ.
მორიელი
პლანეტების განლაგებამ შესაძლოა ემოციურ აფეთქებამდე მიგიყვანოთ. პატარ-პატარა სიამოვნებებს ნუ დაივიწყებთ, ისინი თქვენს დღეს განსაკუთრებულს გახდიან. ეცადეთ, კოლეგებთან ურთიერთობა გააუმჯობესოთ. ამას როგორ მოახერხებთ თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ასე გაგრძელება შეუძლებელია. იხელმძღვანელეთ პრინციპით — ყოველი ადამიანი თავისებურად უნიკალურია, ამიტომ ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის — დიდი შანსია, რომ მოვლენათა მსვლელობა თქვენ სასარგებლოდ შეცვალოთ. ვარსკვლავები გირჩევენ ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას, რაც ენერგიითა და მხნეობით აღგავსებთ.
მშვილდოსანი
საუკეთესო პერიოდია გრძნობების გამოსახატავად — ეს საჩუქრებისა და სითბოს გაზიარების დროა. ჰორიზონტზე გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა ახლობლებთან ერთად განიხილოთ. ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან, ასევე სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ დაწესებულებებთან ურთიერთობისთვის. თუ ბოლო დროს მოსალოდნელი შემოწმებების გამო ძალიან ნერვიულობდით, შეგიძლიათ, დამშვიდდეთ — თქვენი შიშები უსაფუძვლო აღმოჩნდება! სხვა მხრივ, სახიფათო პერიოდია — არ ღირს გარიგებების დადება, ახალ პროექტებში ჩართვა ან მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა. თუ საღამოობით თავის ტკივილი გაწუხებთ, ძილის რეჟიმი უნდა მოაწესრიგოთ და დასვენებას მეტი დრო დაუთმოთ.
თხის რქა
უსმინეთ საკუთარ გულს და მის ძახილს მიჰყევით. თუ თანაგრძნობა ან მხარდაჭერა დაგჭირდებათ, ძველ ნაცნობებს მიმართეთ. ისინი თქვენს პრობლემას სხვა მხრიდან დაინახავენ, რაც გამოსავლის სწრაფად პოვნაში დაგეხმარებათ. ფულთან სიფრთხილე გამოიჩინეთ, მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგი. პარტნიორების საეჭვო გარიგებებს ნუ დათანხმდებით. ბიუჯეტურ სფეროში დასაქმებულებს მაქსიმალური ყურადღება მართებთ, რადგან მოსალოდნელია უთანხმოება უფროსთან. მოერიდეთ ძვირად ღირებულ შენაძენებს და ფულის სესხებას. სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე და ელექტრომოწყობილობებთან — არსებობს მცირე საყოფაცხოვრებო ტრავმების რისკი.
მერწყული
ბოროტად ნუ გამოიყენებთ გარშემომყოფთა ნდობას, ემოციები აკონტროლეთ და ავანტიურებს მოერიდეთ. დღის მეორე ნახევრიდან უარყოფითი ტენდენციები შემცირდება, თუმცა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება დიდ დროს და ფულს წაგართმევთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ ძველი პრობლემის მოგვარების შანსს, რომელიც დიდი ხანია, გაწუხებთ. გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდენით, რადგან სხვისმა რჩევამ შესაძლოა შეცდომამდე მიგიყვანოთ. ეცადეთ, აკეთოთ საქმე, რომელიც არა მხოლოდ ფინანსურ სარგებელს, არამედ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ — ასე თავს გაცილებით ბედნიერ ადამიანად იგრძნობთ.
თევზები
პირად ცხოვრებაში დიდი ხნის ნანატრი ცვლილებები იწყება. გადახედეთ თქვენს შეხედულებებს ცხოვრებაზე და მოიცილეთ ყველაფერი, რაც წარმატების მიღწევაში ხელს გიშლით. ასტროლოგები გირჩევენ, დღეს საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ. ამ დღეს გარშემომყოფების მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — ერთობლივი შრომით გაცილებით დიდ წარმატებას მიაღწევთ. დღის ბოლოს რომანტიკული შეხვედრა გელით, თუმცა ბედი რთულ პარტნიორს შეგახვედრებთ, რომლისთვისაც კომპრომისი უცნობია. დაოჯახებულებს გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი დასვენებასა და გამაჯანსაღებელ პროცედურებს დაუთმოთ.

