“27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე ქვეყნის უახლესი  ისტორიისთვის ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკულია”-გიორგი ტყემალაძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 

„27 სექტემბერი, როგორც  სოხუმის დაცემის დღე ქვეყნის უახლესი  ისტორიისთვის ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკულია, რომელსაც ათასობით მებრძოლთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეებიც შეეწირნენ. მათი თავგანწირვა თითოეული ქართველის მეხსიერებაში საუკუნოდ დარჩება.  ქედს ვიხრით ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ომში დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ,”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა  მოადგილემ გიორგი ახვლედიანმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ და წარმომადგენლობითი ორგანოს სხვა წევრებმა.

სოხუმის დაცემის დღიდან დღეს 29 წელი  გავიდა.