26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვერძის თავმოყვარეობას უმძიმესი გამოცდა ელის. დილიდან მწვავე კამათი გელით. ამასთან, თქვენი ინტუიციის წყალობით შეიძლება შეურაცხმყოფელი მინიშნებები შენიშნოთ იქ, სადაც არასოდეს ყოფილა. თუ არ გსურთ მთელი დღე კონფლიქტში გაატაროთ, ეცადეთ, საკამათო თემებზე საუბარს მოერიდოთ.

კურო

გირჩევთ, ამ დღეს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ რადიკალური ზომები, სარგებელზე მეტად, პრობლემებს უკავშირდება. სანამ აზრის გამოთქმას და მოქმედების დაწყებას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით და ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგები გათვალოთ.

ტყუპები

ამ დღეს უზრდელობის მიმართ გადაჭარბებულად ემოციური ხართ. ორაზროვანი ხუმრობები და მინიშნებები (თუნდაც სხვების მისამართით) თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდოთ.

კირჩხიბი

გირცევთ, ამ დღეს ხალხმრავალ ადგილებს და საზოგადოებაში გამოჩენას მოერიდოთ – გამორიცხული არ არის, რომ სასიამოვნო ურთიერთობა მოულოდნელად უსიამოვნო კამათში გადაიზარდოს. ამ შემთხვევამ შესაძლოა, თავმოყვარეობა იმდენად შეგილახოთ, რომ უსიამოვნო განცდა დიდხანს გაგყვეთ.

ლომი

თუ გსურთ, რომ ამ დღემ სასიამოვნოდ ჩაიაროს, უმჯობესია, წინასწარ მოემზადოთ და სახლი კარგად დაალაგოთ. ახლა ყველაზე მეტად მოუწესრიგებელი სახლი გაღიზიანებთ. სუფრაზე პურის ნამცეცებმაც კი შეიძლება განწყობა მთელი დღით გაგიფუჭოთ.

ქალწული

შესაძლოა, მთელი დღე საკუთარი ცხოვრების მიზანზე იფიქროთ. თუ არ გსურთ, რომ დრო უსარგებლოდ გაატაროთ, ეცადეთ ტვინი რაღაც უფრო პრაქტიკულზე გადართოთ. გირჩევთ, გარშემო მყოფებისთვის კრიტიკული შენიშვნებისგან თავი შეიკავოთ – ეს ვითარებას მხოლოდ დაძაბავს.

სასწორები

ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ კითხვაზე – „სად მიდის ფული?“ პასუხი იპოვოთ. კარგი იქნება, თუ ფულის გადინების გზას გადაკეტავთ, სანამ თქვენი საფულე არ დაუცარიელებია. თანაც, აუცილებელი არ არის, რომ ამის გამო ურთიერთობების გარკვევა დაიწყოთ – ეს ზიანს მეტს მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს.

მორიელი

მორიელმა ზუსტად იცის ვინ, რა უნდა გააკეთოს და რა თანმიმდევრობით, თუმცა გარშემომყოფებს მისი გაგება უჭირთ. მზად იყავით იმისთვის, რომ საკუთარ სიმართლეში ადამიანების დარწმუნება მოგიწევთ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. იქნებ არც მიგაჩნიათ საჭიროდ ვინმესთვის რამის დამტკიცება? ასე ხომ გაცილებით მშვიდად და ნაყოფიერად იმუშავებთ?

მშვილდოსანი

ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც ამ დღეს შეგიძლიათ, დრო საკუთარი თავს დაუთმეთ. წადით ფიტნეს-კლუბში, სილამაზის სალონში ან აუზზე. დღეს მთავარია, სხვის საქმეებში ჩარევას თავი აარიდოთ – ეს ბევრ პრობლემას შეგიქმნით.

თხის რქა

ამ დღეს თქვენი მთავარი მიზანი სიამოვნების ძიება იქნება. ამ ძიებამ კი შესაძლოა, გემრიელ, მაგრამ მავნე პროდუქტებთან მიგიყვანოთ. ეს შეიძლება თქვენს წონაზე სავალალოდ აისახოს, თუმცა ეს თავადაც კარგად იცით.

მერწყული

დღის განმავლობაში ბევრჯერ გაგიჩნდებათ სურვილი, რომ დაგროვილ საქმეებს და პრობლემებს გაუმკლავდეთ. მთავარია, ეს სურვილი შემთხვევით ვინმესთან დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.
კარგი იქნება თუ ჩანთაში ან საწერი მაგიდის უჯრაში წესრიგს დაამყარებთ. იქ ნახავთ იმას, რაც დაკარგული გეგონათ.

თევზები

ამ დღეს თევზების მთავარი მტერი შეიძლება საკუთარი ენა გახდეს! აუცილებელი არ არის, ყველას პირში უთხრათ, თუ რას ფიქრობთ მათზე. შეიძლება დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით უნებურად გული ატკინოთ.