25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მზად იყავით იმისთვის, რომ დილა კონფლიქტით დაიწყება. გაითვალისწინეთ, რომ მიმდინარე საქმე მაქსიმალურ სიმშვიდეს მოითხოვს. ბინის გარემონტებასთან დაკავშირებით ოჯახის წევრებთან შეთანხმებას ვერ ახერხერბთ, რაც ხანგრძლივ დებატებსა და ჩხუბს გამოიწვევს.

კურო

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნისთვის, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებისთვის. მოულოდნელად შეიძლება რელიგიით დაინტერესდეთ. ძლიერი ნებისყოფა ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

აქტიური, შემოქმედებითი თვალსაზრისით ნაყოფიერი დღეა. მოერიდეთ შინაური ცხოველების ვეტერინართან მიყვანას და თუ შესაძლებელია, ეს ვიზიტი რამდენიმე დღით გადადეთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგიტანთ. გირჩევთ, საღამო გართობას დაუთმოთ.

კირჩხიბი

დილიდან რთული და დატვირთული დღე გელით, მაგრამ საღამომდე ვნებები დაცხრება და პრობლემები მოგვარდება. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ნებისმიერ ადამიანს მოხიბლავს. ეს თვისება თქვენს თაყვანისმცემელთა რიცხვს გააორმაგებს. ამ დღეს შეძენილი ნივთი სავარაუდოდ, უხარისხო აღმოჩნდება და იმედებს გაგიცრუებთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ოდესღაც სულელური მიზეზის გამო გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. თუ შესაძლებელია, ეცადეთ მივლინება რამდენიმე დღით გადადოთ. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა წარმატებული იქნება და სასიამოვნო მოგონებებს გაჩუქებთ. დაეხმარეთ ადამიანს, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

ქალწული

შესაძლოა, ამ დღეს საქმიანი წინადადება მიიღოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით – ეს საქმე თქვენთვის არც ისე მოგებიანი იქნება. ეცადეთ, საკუთარი მიზნები და ამოცანები უფრო ნათლად გამოხატოთ, რომ საკუთარ თავს პრობლემები არ შეუქმნათ. გაითვალისწინეთ, რომ ხანმოკლე სამსახურობრივ რომანს კოლეგების მხრიდან დაუფარავი მტრობა მოჰყვება.

სასწორი

შესანიშნავი დღეა ხელოვნებისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის – დილიდან დაბნეული ხართ და ყურადღების კონცენტრაციას ვერ ახერხებთ. საქმე, რომელიც სრულიად უიმედო გეგონათ, ნაყოფს გამოიღებს. მზად იყავით სიურპრიზებისთვის, რადგან ყველაფრის დაგეგმვა შეუძლებელია.

მორიელი

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და მოულოდნელი უსიამოვნებით დაგამახსოვრდებათ. ტყუილად ნერვიულობთ – წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. საქმიანი შეხვედრისა და მოლაპარაკების შემდეგ თქვენ წინაშე ახალი, მაცდური პერსპექტივები გადაიშლება. ნუ მოდუნდებით! ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ეს დღე თქვენს ქმედებებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. შესაძლოა, საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა მოგინდეთ, მაგრამ დაფიქრდით, ამისთვის მზად ხართ? ეცადეთ, საღამო სიყვარულსა და გართობას დაუთმოთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ვნებიანი იქნება. ადამიანი, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ, ახლა თქვენს დახმარებას ელის.

მერწყული

თუ გრძნობთ, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, დაურეკეთ და პაემანზე დაპატიჟეთ. გულწრფელი საუბარი ყველა გაუგებრობას გააქრობს და ურთიერთობების აღდგენაში დაგეხმარებათ. ეცადეთ დღის მეორე ნახევარში მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვები შეზღუდოთ.

თევზები

ზედმეტი თავდაჯერების გამო სავარაუდოდ, ,ფინანსურად დაზარალდებით, თუმცა ეს თქვენთვის შესანიშნავი გაკვეთილი იქნება. სიახლე, რომელსაც დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. ბიზნესპარტნიორებთან ახალი კავშირები შეიძლება თქვენი ფინანსური წარმატების საწყისად იქცე