ქედაში, ტურისტული მიკროავტობუსის და ტრაილერის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი. ერთმანეთს შეეჯახა სავარაუდოდ, ტურისტული მიკროავტობუსი და ტრაილერი. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, ერთი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის ‘BMS’-ში გადაიყვანა, სამი პაციენტი კი ზედაპირული ტრავმებით “მედალფაშია” ჰოსპიტალიზებული.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.