10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ახლობელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერის იმედი აქვს. ეს დღე თავდაჯერებას შეგმატებთ. მზად იყავით იმისთვის, რომ ყველა ახლობელს თქვენი რჩევა და დახმარება სჭირდება. გასაკვირი არაფერია – ვერძს შეუძლია მოვლენების არსს ჩასწვდეს და ნებისმიერი გეგმის სუსტი ადგილები გამოთვალოს.

კურო

მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენით მანიპულირებას ცდილობენ – ისინი ამ დღეს უჩვეულოდ აქტიურდებიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხალხის თავშეყრის ადგილებს მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენი ნების საწინააღმდეგოდ რაღაც ინტრიგაში გაეხვიოთ, რაც უამრავ პრობლემას მოგიტანთ.

ტყუპები

ამ დღეს ემოციური გადაწყვეტილებების მიღებას ინტუიციით გაამართლებთ. ადამიანთა გულებს გადაშლილი წიგნივით კითხულობთ. ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს კიდეც, რომ ნამდვილი ტელეპატი ხართ.

კირჩხიბი

თუ მოინდომებთ, ძალიან საჭირო და სასარგებლო ადამიანების კეთილგანწყობას და მხარდაჭერას მოიპოვებთ. ეს დღე შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საქმიანი კონტაქტები დაამყაროთ. მთავარია, გულხელდაკრეფილი არ იჯდეთ. ამ დღეს საჭირო ადამიანებთან კონტაქტზე თავად უნდა გახვიდეთ.

ლომი

ლომებს შესანიშნავი დღე ელით. მარტოობა არ გემუქრებათ! პირიქით, თქვენ გვერდით ყოფნისთვის ნამდვილი კონკურსია გამოცხადებული. ზოგადად, ლომს ნებისმიერი ურთიერთობისგან სიამოვნების მიღება შეუძლია, თუნდაც ეს მუშაობის პროცესში ხდებოდეს.

ქალწული

ქალწულმა შეიძლება საკუთარი შესაძლებლობები სხვებზე მანიპულაციისთვის გამოიყენოს – იქნება ეს პირდაპირი ზეწოლა თუ ფარული ინტრიგები. საბოლოოდ ქალწული იმას მიიღებს, რისკენაც ისწრაფოდა, მაგრამ ამას იმდენი დრო და ძალისხმევა დასჭირდება, რომ გამარჯვება სიხარულს აღარ მიანიჭებს.

სასწორი

თუ ამ დღეს დისკუსიას ან უბრალოდ, სერიოზულ საუბარს გეგმავთ, მეორე ადამიანის მოსმენას და მისი აზრის გათვალისწინებას ადვილად მოახერხებთ. ნებისმიერი საქმე, სადაც ურთიერთობების ცოდნაა საჭირო, თქვენი სრული გამარჯვებით დასრულდება.

მორიელი

ამ დღეს თქვენი ამოცანა ახლობელი ადამიანის დახმარებაა. თუ ამ ადამიანს პრობლემები აქვს, მოთმინებით მოუსმინეთ და პრაქტიკული რჩევებით მიეცით. მთავარია, მზრუნველობა აკვიატებაში არ გადაგეზარდოთ და სხვების უანგარო სამსახურს მთელი ენერგია არ დაახარჯოთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი საბრძოლველად განწყობილია, თუმცა მოწინააღმდეგე არ ჰყავს – გარშემომყოფები მზად არიან, გამარჯვება უბრძოლველად დაუთმონ. უფრო მეტიც, ისინი მზად არიან მშვილდოსნის თანამოაზრეებად იქცნენ პროექტში, რომელიც ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, დრო გამონახოთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად – თუ, რა თქმა უნდა, ასეთი პრობლემები არსებობს. გულწრფელი საუბარი ნებისმიერ გაუგებრობას გააქრობს.

მერწყული

მიმდინარე საქმეებს იმდენად ადვილად უმკლავდებით, რომ შეგიძლიათ მოდუნდეთ და „ავტოპილოტი ჩართოთ“. სამაგიეროდ, ადამიანებთან ურთიერთობა დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. გამორიცხული არ არის, რომ რაღაც სიახლემ დიდი უპირატესობა მოგანიჭოთ და მოვლენებზე კონტროლი ხელში აიღოთ.

თევზი

ამ დღეს თევზებს უამრავი შეხვედრა ელით – მოულოდნელიც და დაგეგმილიც. თქვენმა სიტყვამ ან საქციელმა შეიძლება თქვენს კარიერასა და ფინანსურ შემოსავალზე გავლენა მოახდინოს – როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. ამიტომ ეცადეთ მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ.