„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 257-ე მუხლით დაიწყო.
სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილი სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შემთხვევის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მატარებელი მოზარდს დაეჯახა. 16 წლის გოგო ადგილზე გარდაიცვალა.

