არსებობს თემები, რომლებზეც მამაკაცები მეგობრებთანაც კი იშვიათად საუბრობენ. არა იმიტომ, რომ პასუხები არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ კითხვების დასმა ხშირად უფრო რთულია, ვიდრე თავად პრობლემასთან გამკლავება. იქნებ იმიტომ, რომ საზოგადოების მხრიდანაც და საკუთარი თავის მიმართაც მაღალი მოლოდინები აქვთ. მათ სურთ იყვნენ წარმატებულები, აქტიურები, საიმედოები და თავდაჯერებულები, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირად ურთიერთობებში.
ფაქტია, წნეხიც დიდია, მოლოდინებიც და ეჭვებიც. სწორედ ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინტიმური საკითხები მამაკაცებისთვის მხოლოდ ფიზიკური გამოწვევა არ არის და ხშირად ემოციურ მდგომარეობაზე, თვითშეფასებასა და პარტნიორთან ურთიერთობაზეც ახდენს გავლენას.
ერთ-ერთი ასეთი საკმაოდ გავრცელებული პრობლემა ერექციული დისფუნქციაა – მდგომარეობა, როდესაც მამაკაცს უჭირს სქესობრივი აქტისთვის სრულფასოვანი ერექციის მიღწევა ან მისი შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ეპიზოდი ცხოვრებაში თითქმის ყველა მამაკაცს შეიძლება ერთხელ მაინც ჰქონდეს, ერექციულ დისფუნქციაზე მაშინ ვსაუბრობთ, როდესაც ეს პრობლემა განმეორებითია ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდება და გავლენას ახდენს როგორც სქესობრივ ცხოვრებაზე, ისე ემოციურ კეთილდღეობასა და პარტნიორთან ურთიერთობაზე.
რა შეიძლება იდგეს პრობლემის მიღმა?
ხშირად მიიჩნევენ, რომ ერექციული დისფუნქცია მხოლოდ ასაკოვან მამაკაცებს ეხება, თუმცა რეალობა განსხვავებულია. ის შეიძლება განვითარდეს ახალგაზრდებშიც, ხოლო მისი მიზეზები ძირითადად ორ დიდ ჯგუფად იყოფა:
ფიზიკური ფაქტორები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ჰორმონალური დისბალანა ან გარკვეული მედიკამენტების გვერდითი ეფექტები. ერექცია, უპირველეს ყოვლისა, სისხლის მიმოქცევის პროცესია, ამიტომ სისხლძარღვების ჯანმრთელობა გადამწყვეტ როლს თამაშობს.
ფსიქო-ემოციური ფაქტორები: ქრონიკული სტრესი, დაღლილობა, შფოთვა, დეპრესია ან ე.წ. „მოლოდინის შიში”, როდესაც წარუმატებლობის შიში თავადვე ხდება პრობლემის მიზეზი.
თუ ერექციული დისფუნქციის მიზეზი ფიზიკურ ფაქტორებს უკავშირდება, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი ან ჰორმონული დარღვევები, მნიშვნელოვანია შესაბამისი მიმართულების სპეციალისტთან დროული კონსულტაცია. ხშირად ერექციული დისფუნქცია შესაძლოა ჯანმრთელობის სხვა პრობლემის ერთ-ერთი პირველი გამოვლინება იყოს, ამიტომ სწორი დიაგნოზი და მიზანმიმართული მკურნალობა გადამწყვეტია.
თუმცა, როდესაც პრობლემა ფსიქო-ემოციურ ფაქტორებთან არის დაკავშირებული, ხშირად ცხოვრების წესის ცვლილებაც საკმარისია. მაგალითად, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, სრულფასოვანი ძილი, სტრესის მართვა, მოწევისა და ჭარბი ალკოჰოლის მოხმარების შემცირება. ამასთან, ერექციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად როგორც ახალგაზრდებში, ისე ასაკოვან მამაკაცებში, ფართოდ გამოიყენება სილდენაფილის შემცველი პრეპარატები, რომლებიც სექსუალური სტიმულაციის პირობებში ხელს უწყობს სრულფასოვანი ერექციის მიღწევასა და შენარჩუნებას.
სწორედი ასეთი საშუალებაა ეროგრა, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ზაფხული ის პერიოდია, როდესაც ადამიანები უფრო მეტად ცდილობენ მოდუნებას, დასვენებასა და სასიამოვნო მომენტებით დატკბობას. ასეთ დროს მამაკაცებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობა და განცდა, რომ ინტიმურ ურთიერთობაში თავს თავისუფლად და მშვიდად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ერექციული დისფუნქციის დროს, ეროგრა შესაძლოა მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალება იყოს. ეროგრა ხელს უწყობს ერექციის მიღწევასა და შენარჩუნებას სექსუალური სტიმულაციის პირობებში, რაც ინტიმურ სიახლოვესთან დაკავშირებულ შფოთვას ამცირებს და მამაკაცს შესაძლებლობას აძლევს, მეტი ყურადღება დაუთმოს ურთიერთობას, სიამოვნებასა და ახალ გამოცდილებებს.
ეროგრა მიიღება სექსუალურ აქტამდე 0,5 – 1 საათით ადრე, დღე-ღამეში მხოლოდ ერთხელ. გასათვალისწინებელია რომ ცხიმიანი საკვები ამცირებს სილდენაფილის შეწოვას, ამიტომ ეროგრას მაქსიმალური ეფექტის მისაღებად სასურველია თავის შეკავება ჭარბი რაოდენობით ცხიმიანი საკვებისგან.
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

