„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფერ ფერში განათდა

,,ვარდისფერი ოქტომბრის ’’ კამპანიის ფარგლებში  თბილისის  სატელევიზიო ანძა  ვარდისფრად განათდა.

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თინათინ ნიბლოშვილისა და საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჩიკვილაძის მონაწილეობით, ასევე ,,ევროპა დონა საქართველოს’’და ეროვნული სკრინინგ ცენტრის  ჩართულობით დაწყებული კამპანია “შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ მსოფლიოს მასშტაბით  ოქტომბერში დაგეგმილ ღონისძიებებს უერთდება, რომელიც  ვარდისფერი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს.

 

კამპანიას  საერთაშორისო ხასიათი აქვს და მასში   ყოველწლიურად მსოფლიოს არაერთი ქყვეყანა იღებს მონაწილეობას.

 

 ,,ვარდისფერი ოქტომბერი”  მთელ მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება და ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას  ემსახურება.