”არმიელთა” წარმატებული თამაში ქუთაისში

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, ქუთაისში, ”აია” არენაზე, გაიმართა რაგბიში, პირველი ლიგის III ტურის გასვლითი მატჩი თბილისის ”არმიასა” და ქუთაისის ”ბაგრატს” შორის. 

შეხვედრა დამთავრდა ”არმიელთა” გამარჯვებით, ანგარიშით 38:10.

”აია” არენაზე, შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე.

ამ ეტაპისთვის, ”არმიელები”, სამცხე-ჯავახეთის ”ტაოსთან” და ოზურგეთის”არწივებთან” ერთად, 14 ქულით, ცხრილში, მოწინავე პოზიციებზე იმყოფებიან.

ცნობისთვის, სპორტულ კლუბ ”არმიას” დამფუძნებლის უფლებამოსილებას, 2018 წლიდან ახორციელებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.