უკრაინის 8 ოლქზე სარაკეტო იერიში განხორციელდა

უკრაინის 8 ოლქზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქებები მოხდა ვოლინის, ხმელნიცკის, ოდესის, რივნესა და კიროვოგრადის ოლქებში. კიევის, ჩერნოვცისა და ლვოვის ოლქებში კი რუსული რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

სარაკეტო იერიშებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი გამოეხმაურა.

„მორიგი სარაკეტო იერიში ტერორისტების მხრიდან, რომლებიც ადამიანებთან და სამოქალაქო ინფრასტრუქტურასთან ომობენ. არა უშავს, გავუძლებთ. რუსეთის ოცნება ზურგში პრობლემების შექმნის შესახებ ინფანტილურია. ჩვენ ეს მხოლოდ უფრო გვაბრაზებს, რას იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მძლავს პასუხს გავცემთ მათ“, – აცხადებს ერმაკი.