უკრაინა იურიდიულად არ ცნობს ყირიმის ოკუპაციას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იურიდიულად არ ცნობს ყირიმის ოკუპაციას.

„სალაპარაკო არაფერია. ეს ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებს გარეთაა. ეს ჩვენი ტერიტორიაა, უკრაინელი ხალხის ტერიტორიაა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„როგორც კი იწყება საუბრები ყირიმზე, ჩვენს სუვერენულ ტერიტორიებზე, მაშინვე შევდივართ იმ ფორმატში, რომელიც რუსეთს სურს – ომის გაჭიანურება, რადგან ყველაფერზე სწრაფად მოლაპარაკება არ გამოვა“, – დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.