თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28 000-ს გადააჭარბა.

 ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 24 617 ადამიანი, სირიაში კი – 3 575, მათ შორის 2 167 ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. დაშავებულია ათობით ათასი ადამიანი.

 

ადგილზე სამძებრო სამაშველო სამუშაოები გრძელდება. თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში 2 356 აფთერშოკი დაფიქსირდა.

 

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.