Warning: getimagesize(https://gtradio.ge/wp-content/uploads/2025/03/afp-via-getty-images-5.png): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.0 404 Not Found in /home/gtradio/public_html/wp-content/plugins/easy-social-share-buttons3/lib/modules/social-share-optimization/class-opengraph.php on line 630

ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის შტაბბინის თითქმის, ყველა თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა

ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის შტაბბინის თითქმის, ყველა თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უმუშევარი დარჩა ინსტიტუტის 300-მდე თანამშრომელი. მათ კომპენსაცია და ჯანმრთელობის დაზღვევის ერთი თვით გაგრძელება შესთავაზეს იმ პირობით, რომ სასამართლოში სარჩელს არ შეიტანენ.

რამდენიმე თანამშრომელმა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის გადაწყვეტილება სასამართლოში უკვე გაასაჩივრა. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ აპრილის ბოლოს დაიწყება.