„დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული საჯარიმო სანქციებით თავის საწადელს ვერ მიაღწევს და უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომში მოსკოვის არმიაზე ვერ გაიმარჯვებს“, – აცხადებს გერმანულ გაზეთის „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგისათვის“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) მიცემულ ინტერვიუში კორნელის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ნიკოლას მალდერი, რომელსაც გერმანელი ჟურნალისტი ვინანდ ფონ პეტერსდორფი ესაუბრება. მასალა გამოქვეყნებულია სათაურით „სანქციებით რუსეთთან ომს ვერავინ ვერ მოიგებს“.
გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე შინაარსს:
რუსეთმა შეძლო დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციებისადმი ადაპტირება. კრემლი შეეგუა ცალკეულ შეზღუდვებს და რიგ შემთხვევებში მათი ალტერნატივა მონახა. საქმე იმაშია, რომ რუსეთი დიდი სახელმწიფოა, მას ბევრი გამოუყენებელი რესურსები აქვს და ბევრ სფეროში დასავლეთისაგან დამოუკიდებელია. ამიტომაც ილუზიაა, ვისაც სჯერა, რომ მას სული ამოხდება, ძალ-ღონე გამოეცლება და ისე დაიმორჩილებს
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დასავლეთს არ ჰქონდა იმის გამოცდილება რომ ასეთ დიდ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტა ამერიკას და ევროპას რაიმე დივიდენდებს მოუტანდა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო დამოუკიდებელი რიგ სფეროებში და ახალა, რუსეთიც, გარკვეულწილად ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ინარჩუნებს. თვითონ განსაჯეთ: რუსეთი მსოფლიოში ნავთობ-გაზის ერთ-ერთ უდიდეს ექსპორტიორს წარმოადგენს, მისი მოსახლეობა უზრუნველყოფილია ძირითადი სასურსათო პროდუქტებით (მარცვლეულით და განსაკუთრებით ხორბლით), რუსეთის წიაღი მდიდარია იშვიათი მინერალებით, ლითონებითა და ენერგიით.
მცდარია აგრეთვე დასავლეთში გავრცელებული თვალსარისი, რომ რუსეთი მხოლოდ ე.წ. „ბენზინგასამართი ქვეყანაა“. პირიქით – მას აქვს დიდი მოცულობის შიდა ბაზარი და მთავრობა სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებს მხოლოდ ნავთობისა და გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავლებით არ აფინანსებს.
სანციების ერთადერთი სარგებელი იმით გამოიხატება, რომ მათ მორალური ფასეულობა გააჩნიათ. რასაკვირველია, საერთაშორისო წესების დამრღვევი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, მაგრამ ამისათვის ისეთი მიდგომა და ფორმები უნდა მოიძებნოს. როცა ვინმეს სანქციას უცხადებ, იქვე უნდა მიუთითო, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მოიხსნეს (გაუქმდეს) სანქცია, ანუ ერთგვარი წახალისების სისტემა უნდა შეიქმნას, უნდა გაცხადეს საჯარიმო ზომების გაუქმების კონკრეტული პირობები.
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენ დღეს ისეთ იდეოლოგიურ-გეოპოლიტიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდით, რომ სანქციების შემოღება უფრო გვიადვილდება, ვიდრე მისი გაუქმება“, – ამბობს ამერიკელი ინსტორიკოსი ნიკოლას მალდერი ინტერვიუში.
წყარო