ნომინაციაში “დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის” საინფორმაციო გამოშვება “სტრიმი” – დაჯილდოვდა

“დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის გაშუქებისათვის ტელეკომპანია ,,ჯორჯიან თაიმსის” საინფორმაციო გამოშვება ,,სტრიმი” დაჯილდოვდა.

27 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” ინიციატივით გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, სახელწოდებით – “ნომინაციები და ნომინანტები”, – სახელმწიფო უწყებებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები, სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ.

ტელეკომპანია “ჯორჯიან თაიმსის” საინფორმაციო გამოშვება “სტრიმმა” ნომინაციებს შორის ყველაზე სასურველი ჯილდო “დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისათვის” დაიმსახურა.

 როგორც ღონისძიების ორგანიზტორები აცხადებენ, გამარჯვებულის გამოვლენის საფუძველი, წლის განმავლობაში, სხვადასხვა  ტელეგადაცემებსა და  უწყებების საქმიანობაზე  დაკვირვება გახდა. 

თემასთან დაკავშირებით, მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” პრეზიდენტმა, მალხაზ გულაშვილმა სოციალურ ქსელშიც დაწერა და დაჯილდოების ორგანიზატორებსა და საკუთარ გუნდს მადლობა გადაუხადა:

“მადლობა ახალგაზრდა ადვოკატებს ამ უაღრსად მნიშვნელოვანი აღიარებისა და ნდობისათვის!

პატივისცემით მედია ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმსის სახელით მალხაზ გულაშვილი.

ყოველივე ეს იმის შედეგია, რომ ჩვენი კომპანიის მენეჯმენტი არასოდეს ერევა ჟურნალისტთა გუნდის პროფესიონალურ საქმიანობაში და სრულ თავისუფლებას ანიჭებს მათ. შედეგი ზედაპირზე იდება და ობიექტური აღიარებაც არ აყოვნებს, მადლობა ყველას!

ჩვენო ძვირფასო ტელე – რადიო მსმენელებო და მაყურებლებო, ჩვენ ბევრნი ვართ და საქართველოს სიყვარულით ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ!

აგერ უკვე 30 წელზე მეტია, “ვაკეთებთ იმას რაც ვიცით!” – წერს მალხაზ გულაშვილი. 

ცნობისათვის, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები”  უკვე 9 წელია, რაც უწყებებსა და მედიასაშუალებებს სხვადასხვა ნომინაციებში ავლენს და აჯილდოებს.

ვრცლად, იხილეთ სიუჟეტი ბმულზე: