როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 დეკემბერს ქუთაისში +7 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ნალექიანი დღე იქნება ფოთშიც, სადაც დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +6 გრადუსს მიაღწევს, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. +8 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

მესტიაში თოვლია ნავარაუდები. დღისით +5 გრადუსია, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +5 გრადუსი და თოვლჭყაპია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია თოვლი.

ბორჯომში დღისით +5 და თოვლია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +2 გრადუსი და თოვლია ნავარაუდები, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +8 გრადუსი და წვიმა იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც თოვლია მოსალოდნელი, დღისით +1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ომალოში, სადაც დღისით +2, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +9 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +6 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +9 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი.