რუსთაველის ფონდმა 2024 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

რუსთაველის ფონდმა 2024 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების  საგრანტო  კონკურსი გამოაცხადა

 

გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის   ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე:

https://shorturl.at/lBDQ6