“როგორც დიდი, ერთიანი ოჯახი ყველა აკეთებდა ყველაფერს ქუთაისში განვითარებული ამბების მშვიდობიანი დასასრულისთვის”- ქეთი კოვზიაშვილი

“მძიმე დღის შემდეგ, როცა უკვე ყველას შეგვიძლია მეტი დაფიქრებაც და მომხდარის ანალიზიც, ემოციები როცა უკვე მშვიდად დამთავრებული პროცესების შემდეგ შეგვიძლია გადავდოთ – მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, პოლიციელს – ხელმძღვანელებიდან დაწყებული, ვინც მაღალპროფესიონალურად შეძლეს ოპერაციის ჩატარება და ყველა ადამიანის, დამნაშავის თუ მისი მძევლების სიცოცხლის ხელშეუხებლობა დაიცვეს.
 
მთელი დღის განმავლობაში უწყების პირველი პირები იდგნენ მისი თანამშრომლების გვერდით.
 
რამდენიმე საათის განმავლობაში, ადგილზე მძევლებთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა მინისტრის პირველ მოადგილეს.
 
როგორც დიდი, ერთიანი ოჯახი ყველა აკეთებდა ყველაფერს ქუთაისში განვითარებული ამბების მშვიდობიანი დასასრულისთვის
მადლობა მინდა გადავუხადო მედიას, როგორც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს ასევე პროდიუსერებს, და აღვნიშნო ის წინსვლა რასაც ჩვენ ყველამ მსგავსი სპეცოპერაციების დროს ერთად მივაღწიეთ.
 
თანამშრომლობის შედეგად დღეს მედია პირდაპირ ეთერს უკვე აღარ უთმობს თავდამსხმელს და პირველ რიგში ამით ვუფრთხილდებით მძევლების ოჯახებს, მათ ახლობლებს. ამავდროულად, თავდამსხმელს არ ვაძლევთ დამატებითი მანიპულაციის შესაძლებლობას.
 
იმედი მაქვს, ასეთ დღეებში, მსგავსი გამოწვევების დროს, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი მხარდაჭერითაც ვიქნებით მადლიერნი”, – წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთი კოვზიაშვილი Facebook-ზე.