რაჭაში, სოფელ ძირაგეულში ხანძარი ლიკვიდირებულია

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, ტყეში ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია.

  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით,  პრევენციის მიზნით ადგილზე ამ დრომდე რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

„დამწვარია 8 ჰექტრამდე ტყის ფართობი. რა მიზეზით გაჩნდა ცეცხლი, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ. არის გონივრული ეჭვი და ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა იყოს დივერსია“, – განაცხადა მარგველიძემ.