ოპოზიციური პარტიების ნაწილს უნდა, რომ რიგგარეშე სესიის დროს არა 12 პუნქტიან გეგმაზე ისაუბრონ, არამედ იმაზე, როგორ შეიცვალოს მთავრობა – გურამ მაჭარაშვილი

საზოგადოების ინტერესია არა რიგგარეშე სესიების ჩატარება არამედ ის არის, რომ თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით ანგარიში საჯაროდ ჩავაბაროთ საზოგადოებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ოპოზიციური პარტიების ნაწილს უნდა, რომ რიგგარეშე სესიის დროს აჟიოტაჟი შექმნას. აქედან გამომდინარე მათ სურთ, რომ არა 12 პუნქტიან გეგმაზე ისაუბრონ, არამედ იმაზე, როგორ შეიცვალოს მთავრობა, მოვიდეს ტექნიკური მთავრობა და ა.შ. ეს უკვე მათი ხელწერაა. საზოგადოება ამას კარგად გრძნობს და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საზოგადოების ინტერესია არა რიგგარეშე სესიების ჩატარება არამედ ის არის, რომ თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით ანგარიში საჯაროდ ჩავაბაროთ საზოგადოებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.