ავსტრიასა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება წვლილს შეიტანს და გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს – ირაკლი ღარიბაშვილი

ავსტრიასა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობა გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს და საპარლამენტო ჯგუფების მუშაობას და თანამშრომლობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან ვოლფგანგ სობოტკასთან შეხვედრის შემდეგ წერს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, მასა და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან საინტერესო საუბარი შედგა.

“ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ ვოლფგანგ სობოტკასთან. ავსტრიასა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობის და ურთიერთობების გაძლიერება დიდ წვლილს შეიტანს და გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს და საპარლამენტო ჯგუფების მუშაობას და თანამშრომლობას”, – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში”.