ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, 3 ადამიანი დაშავდა.
აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი. ადგილობრივების თქმით, აფეთქების ხმა, დაახლოებით 9:00 საათზე გაიგეს. დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი უვნებლად გამოიყვანეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათივე ცნობით, სამივე მათგანი კონტაქტური იყო.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.



