პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი ირანის ელჩის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ის წმინდანია! ხელშეუხებელია! უკიდურესად ნაწამები დიდი დედოფალია. ერთი დიდი წერტილი! არ გვჭირდება „კვლევა", გმადლობთ", - წერს თეა წულუკიანი Facebook-ზე.
ცნობისთვის, საქართველოში ირანის ელჩმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში ის მკითხველს მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს გაუზიარებს, რომლებიც ეხება „როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს".
მოგვიანებით, ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.



