იდეა გაქვთ, ვიდრე „კედლისთვის თავის რახუნია", თქვითო - იქიდან გვწერს მსოფლიო ბანი, გვაქვს, ყველამ საკუთარი პარტია გააძლიერეთ, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ყველა საკუთარ პარტიაში უნდა დარჩეს.

 

„იდეა გაქვთ, ვიდრე „კედლისთვის თავის რახუნია", თქვითო - იქიდან გვწერს მსოფლიო ბანი. გვაქვს! ყველამ საკუთარი პარტია

გააძლიერეთ!
ამისთვის: 1. გაიგეთ რა პრობლემები აწუხებს ხალხს, როგორც ეროვნულად, ისე ადგილობრივად - რეგიონების მიხედვით! და ილაპარაკეთ ამ პრობლემებზე საკუთარი ილუზიების ნაცვლად; 2. დასხედით სხვა პარტიებთან დებატებზე, რომ ხალხმა უკეთ გაიგოს თქვენი ხედვა - როგორ აგვარებთ მათ პრობლემებს და როგორ აპირებთ ქვეყნის მართვას, უძლებს თუ არა თქვენი ხედვა ოპონენტების კრიტიკას; 3. კამპანია ატარეთ არჩევნებიდან არჩევნებამდე და არა არჩევნების წინა სამი თვე - ატარეთ რეალური მხარდამჭერებით და არა ნაქირავები ჟულიკებით.

 

ეს სამი რჩევა გეყოფათ დასაწყისისთვის, მაგრამ მთავარი არის ერთი - ყველა საკუთარ პარტიაში დაეტიეთ, ჩვენთან თუ რამე საქმე გაქვთ - დებატებში დაგვიჯექით, იქ გაგაძრობთ სახეებს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს:"საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს ჩავატარეთ „ოცნების" „გადარჩევნები", ჩვენ ისინი გადავირჩიეთ, ხოლო არჩევნების ჩატარება პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ".