“მიხეილ სააკაშვილი ძალიან კმაყოფილი იყო გუშინდელი პროცესით” – გიული ალასანია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გუშინდელი სასამართლო პროცესით კმაყოფილი იყო.

მისი თქმით, სააკაშვილს იმედი ჰქონდა, რომ სასამართლო პროცესები ზედიზედ ჩატარდებოდა.

 

„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ პროცესები ზედიზედ იქნებოდა. საჭიროების შემთხვევაში, ეს მოხერხდებოდა და ახლა რატომ ვერ ხერხდება, ვერ გავიგე. ადამიანი ცუდად არის, კარგად რომ იყოს, ასეთ ამბავს ხომ არ ავტეხდით?! მიხეილ სააკაშვილი ძალიან კმაყოფილი იყო გუშინდელი პროცესით.

რა თქმა უნდა, ერიკ დევიდ გოლდსმიტი ძალიან კარგი პროფესიონალია და რაც მანდ გუშინ გვაჩვენა, ეს იყო მასტერკლასი. მისი გამოსვლა ჩვენი პროფესიონალებისთვისაც ძალიან კარგი იყო გამოცდილების მისაღებად“, – განაცხადა გიული ალასანიამ.