STEM მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების 2022 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო  კონკურსის საბოლოო შედეგები გამოაცხადა.

კონკურსის  მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე გამოწვევების გადაჭრაზე ორიენტირებული იდეების, ჰიპოთეზებისა და კონცეფციების განვითარებას, მონაცემების დამუშავება-ანალიზს, ახალი მიდგომების, მეთოდების, მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების შემუშავებას ორი ან მეტი სამეცნიერო დისციპლინის ერთობლიობით. დაფინანსებულმა კვლევამ ხელი უნდა შეუწყოს ეროვნული მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) სფეროს გაძლიერებასა და მის ჩართვას ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ტექნოლოგიურ პროგრესში. 

მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების  საგრანტო  კონკურსში 32-მა სამეცნიერო პროექტმა გაიმარჯვა.