“მე ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში”- სააკაშვილი

მე ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში, თუნდაც პირადი თავგანწირვის ფასად, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მან აღნიშნა, არა მხოლოდ რუსეთის არმიის, არამედ პუტინის დღეებიც დათვლილია და ადამიანები „X მომენტისთვის უნდა მოემზადონ“.

„ყველა, ვინც არის უკრაინის მხარეს, არის ევროპის, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობისა და ისტორიის სწორ მხარეს. ყველას, ვინც მთლიანად დაუწვა რუსეთს, განუდგა და შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინას, სულ მალე ძალიან დიდი მარცხი ელის. არა მხოლოდ რუსეთის არმიის, არამედ პუტინის დღეები არის დათვლილი.

ჩვენ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და მოვემზადოთ X მომენტისთვის.

მე ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში თუნდაც პირადი თავგანწირვის ფასად და ამის შემდეგ თუ შემეძლება დავბრუნდე ჩემს სახლში, უკრაინაში და დავეხმარო ზელენსკის გუნდს ქვეყნის აღორძინებაში”, – წერს სააკაშვილი.