“მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია”- მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს „ჩუმი ანექსია“ მიმდინარეობს.

მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებს სასწრაფოდ სავიზო რეჟიმი უნდა დაუწესდეს.

„გაიღვიძე საქართველო! გამოფხიზლების დროა! მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია – ანექსია მარტო ტანკი არ არის. სასწრაფოდ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი დაუწესდეს! ასე თუ გაგრძელდა, საქართველოს ქართველების გარეშე მივიღებთ!”, – განაცხადა ხაზარაძემ.