ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური ჯამალ მუსა, რომელიც სპეციალური ოპერაციების ჩატარებაზე იყო პასუხისმგებელი

„ცაჰალის“განცხადებით, ღაზის სექტორში ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური ჯამალ მუსა, რომელიც სპეციალური ოპერაციების ჩატარებაზე იყო პასუხისმგებელი. ამის შესახებ Times of Israelი იტყობინება.

მათივე განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა „ჰამასის“ 450 სამიზნეზე, მათ შორის მიწისქვეშა გვირაბებზე, სამხედრო ობიექტებზე და ანტისატანკო მართვადი ჭურვების გამშვებ პოზიციებზე.

„ცაჰალმა“ ასევე დაიკავა „ჰამასის“ ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი, რა დროსაც ასევე „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლი გაანადგურა.