ღაზაში, სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან, ისრაელის 30 ჯარისკაცი დაიღუპა

ღაზაში ისრაელის კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობამ 30-ს მიაღწია, – ინფორმაციას Times of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კვირას ღაზაში ბრძოლის დროს დაღუპული სამხედრო, 22 წლის შტაბის სერჟანტი შაჰარ კოენ მივტაჩია.

გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, კვირას, ღაზაში ბრძოლის დროს მძიმედ დაშავდა მედესანტეების ბრიგადის 202-ე ბატალიონის ჯარისკაცი.