ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონია

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლერი აბულაძე 63 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ჩემპიონმა ფინალში აზერბაიჯანელ მურად მამადოვს სძლია.

აბულაძემ 2023 წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა.