ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. 

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„ვერ გეტყვით, ხვიჩათი დაინტერესებული ვიყავით თუ არა, მაგრამ გეტყვით, რომ დიდებული ფეხბურთელია“, - განუცხადა არნე სლოტმა ჟურნალისტებს.

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულთან მატჩს სასტარტო შემადგენლობიდან იწყებს.

„პსჟ“ - „ლივერპულის“ დაპირისპირება თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.