საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ანტალიაში, გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერო-ს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა გაერო-ს სააგენტოების საქმიანობის მნიშვნელობას საქართველოში, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით.
საქართველოს პრეზიდენტმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა გაერო-ს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.



