“ხარკოვის თითქმის მთელი ოლქი დეოკუპირებულია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

დღეისთვის ხარკოვის თითქმის მთელი ოლქი დეოკუპირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირად „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.

„ეს იყო ჩვენი მეომრების უპრეცედენტო წინსვლა. უკრაინელებმა კვლავ მოახერხეს ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა“, – წერია ზელენსკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით, ხარკოვის ოლქში რუსეთის არმია ხუთ თვეზე მეტხანს იმყოფებოდა.

„და ამ ხნის განმავლობაში ოკუპანტებს არც კი უცდიათ ხალხისთვის რაიმე გაეკეთებინათ, მხოლოდ ანადგურებდნენ, ართმევნდენ, მიჰქონდათ. მათ დატოვეს გაპარტახებული სოფლები და ზოგიერთ მათგანში ერთი გადარჩენილი სახლიც კი არ არის. რუსეთს გენოციდის გარდა არაფრის მოტანა არ შეუძლია“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.