კახა ლაბუჩიძემ ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა

თბილისის  საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, საკრებულოსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიწყო ტრენინგები საკრებულოს თანამშრომლებისთვის თემაზე – „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი“, რომლის მომხსენებელი რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე იყო

დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს  განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძემ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ  ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. პირველ ეტაპზე ტრენინგში მონაწილეობა საკრებულოს 70მა თანამშრომელმა მიიღო

კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ტრენინგი  ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობოსამოქმედო გეგმის ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანი რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლებაა.

,,ჩვენი მიზანია საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტის შესახებ თანამშრომელთა ინფორმირება. საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგის პირველი დღე ისეთ თემებს დაეთმო, როგორიც არის საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა, მისი ფუნქციები და საქმიანობა’’,-განაცხადა კახა ლაბუჩიძემ

საქართველოში გავრცელებული რელიგიების შესახებ სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, სერგო ფარულავამ,  ხოლო სეკულარიზმსა და რელიგიურ ნეიტრალიტეტზე კი სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, დავით დავითაშვილმა და ამავე სამსახურის იურისტმა, ალექსანდრე შეყილაძემ ისაუბრეს

2016 წელს, რელიგიის სააგენტომ კონრად ადენაუერის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით,  პრაქტიკული სახელმძღვანელო საჯარო მოხელეთათვის – „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი საჯარო სამსახურშიგამოსცა, რომლის მიზანიც  სახელმწიფოს ერთიანი რელიგიური პოლიტიკის ფარგლებში, სეკულარული მმართველობისა და საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპების განმტკიცების ხელშეწყობაა.