ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.