“გირგვლიანის შემთხვევა არაობიექტურად შუქდებოდა- დღეს ვნანობ, რომ მაშინ შს მინისტრი არ გავათავისუფლე”-სააკაშვილი

ჩემი მმართველობის პერიოდში სამწუხარო შემთხვევებიც იყო, როგორც გირგვლიანის შემთხვევა, რომელიც არაობიექტურად შუქდებოდა, დღეს ვნანობ, რომ შს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე, –  ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ უყურებს მის ათწლიან მმართველობას ამ გადმოსახედიდან, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, 2004 წელს საქართველო იყო არშემდგარი სახელმწიფო უმოქმედო ინსტიტუტებით.

“2004 წელს საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, სადაც ინსტიტუტები არ ფუნქციონირებდა. მაგრამ ჩემი პრეზიდენტობის დროს მთლიანი შიდა პროდუქტი ოთხჯერ გაიზარდა, კორუფცია თითქმის მთლიანად გაქრა და ჩვენ დავიწყეთ ევროინტეგრაცია. რა თქმა უნდა, იყო სამწუხარო ინციდენტებიც, როგორიცაა ბანკირი სანდრო გირგვლიანის შემთხვევა, და რომელიც მიკერძოებულად იყო მოხსენებული. დღეს, ვნანობ, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან არ გავათავისუფლე”, – თქვა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ჩემი მმართველობის პერიოდში სამწუხარო შემთხვევებიც იყო, როგორც გირგვლიანის შემთხვევა, რომელიც არაობიექტურად შუქდებოდა, დღეს ვნანობ, რომ შს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე, –  ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ უყურებს მის ათწლიან მმართველობას ამ გადმოსახედიდან, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, 2004 წელს საქართველო იყო არშემდგარი სახელმწიფო უმოქმედო ინსტიტუტებით.

“2004 წელს საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, სადაც ინსტიტუტები არ ფუნქციონირებდა. მაგრამ ჩემი პრეზიდენტობის დროს მთლიანი შიდა პროდუქტი ოთხჯერ გაიზარდა, კორუფცია თითქმის მთლიანად გაქრა და ჩვენ დავიწყეთ ევროინტეგრაცია. რა თქმა უნდა, იყო სამწუხარო ინციდენტებიც, როგორიცაა ბანკირი სანდრო გირგვლიანის შემთხვევა, და რომელიც მიკერძოებულად იყო მოხსენებული. დღეს, ვნანობ, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან არ გავათავისუფლე”, – თქვა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა  Spiegel- თან განაცხადა, რომ „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.