“გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს საქართველოს ევროპულ მომავალს”-ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი

გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს საქართველოს ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

 

ნატალია ვუტოვა პრემიერ-მინისტრს რთველში მონაწილეობის მისაღებად მიწვევისთვის მადლობას უხდის.

 

„მადლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამ ულამაზესი დღისთვის. გაუმარჯოს საქართველოს. გაუმარჯოს საქართველოს ევროპულ მომავალს“,- წერს ნატალია ვუტოვა სოციალურ ქსელში.