ევროკავშირი საშუალოდ 4 დღის განმავლობაში იმაზე მეტს ვაჭრობს რუსეთთან, ვიდრე საქართველო 1 წლის განმავლობაში – ვლადიმერ ბოჟაძე

„რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას სერიოზული გამოხმაურება მოყვა ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რადიკალური ოპოზიციის, მათი მართვადი მედიის და ენჯეობის მხრიდან, თუმცა როცა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს 2010 ნაწილობრივ და 2012 წელს სრულად, ცალმხრივად მოუხსნა სავიზო რეჟიმი მიხეილ სააკაშვილმა ხმა არავის ამოუღია, ანუ სააკაშვილის ღალატზე ყველა ჩუმად იყო და პუტინის ცალმხრივ გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებას“ სთხოვენ პასუხს?“, – წერს სოციალურ ქსელში  თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე.

მისი თქმით, ევროკავშირი აგრძელებს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, 2022 წელს სავაჭრო ბრუნვა 2.3%-ით, 5.9 მილიარდი ევროთი გაიზარდა და 258.7 მილიარდი ევრო (275 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა ანუ ევროკავშირი საშუალოდ 4 დღის განმავლობაში იმაზე მეტს ვაჭრობს რუსეთთან, ვიდრე საქართველო 365 დღის/1 წლის განმავლობაში!

„2019 წელს რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების გაუქმებას გმობდნენ, პუტინს მოუწოდებდნენ აღედინა ფრენები და როცა რუსეთის მიერ დაწესებული სანქცია 4 წლის მერე თავად რუსეთმა გააუქმა, ახლა ფრენების აღდგენას გმობენ და „ქართულ ოცნებას“ გვსაყვედურობენ? ევროკავშირი აგრძელებს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, 2022 წელს სავაჭრო ბრუნვა 2.3%-ით, 5.9 მილიარდი ევროთი გაიზარდა და 258.7 მილიარდი ევრო (275 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა ანუ ევროკავშირი საშუალოდ 4 დღის განმავლობაში იმაზე მეტს ვაჭრობს რუსეთთან, ვიდრე საქართველო 365 დღის/1 წლის განმავლობაში! ამერიკაც აგრძელებს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ბრუნვა 16.2 მილიარდი დოლარია და ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გახდა პრობლემა? ჩვენი 0.3% „აძლიერებს“ რუსეთს და ევროკავშირის 32% ან ამერიკის 2% „ასუსტებს“? საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, არასდროს ყოფილა ჩვენი სახელმწიფო ასეთი ეროვნული, სუვერენული და დამოუკიდებელი, „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“-ო ილიასეული ფრაზა სწორედ ახლა ხდება რეალური და ამ გზას აუცილებლად გავაგრძელებთ, გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებით, ჩვენი გარე და შიგა მტრების ჯინაზე!“ – წერს  ბოჟაძე.