ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება არანაირად არ გულისხმობს იმ აბსურდულ პროცესს, რომელიც ირაკლი კობახიძემ გააჟღერა რაღაც კომისიების და კომისიების კომისიის შექმნის შესახებ, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს არა კომისიების შექმნა, არამედ იმ კანონპროექტების მიღება, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანაში პროგრესის მიღწევას“, - განაცხადა სამადაშვილმა.