“ჩვენ და ჩვენ მოქალაქეებს ძალიან ძვირი გვიჯდება ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი ქმედებების გამოსწორება-ავთო ცინაძე

მიხარია, რომ „ველოტრეკის“ ტერიტორია შევინარჩუნეთ“, – ასე გამოეხმაურა საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთო ცინცაძე საკრებულოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას. 

„მთელი ქალაქის მასშტაბით სკოლები, საბავშვო ბაღები და ბევრი სხვა ტერიტორია გაყიდული დაგხვდა. დღეს მათ ჰყავთ კერძო მესაკუთრეები. მიხარია, რომ მონაწილეობა მივიღე იმ პროცესში , სადაც დედაქალაქის მერის და ჩემი კოლეგების გადაწყვეტილებით „ველოტრეკის“ ტერიტორია შევუნარჩუნეთ დიდ დიღომს და დიდ დიღმელებს. ძალიან ძვირი გვიჯდება ჩვენ და ჩვენს მოქალაქეებს ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი ქმედებების გამოსწორება. უამრავ ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურა დაშლილი და განადგურებული დაგხვდა, სადაც მრავალბინიანი კორპუსებია აშენებული“, – განაცხადა ავთო ცინცაძემ