ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციებს ახშობდა, - ამის შესახებ ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, გაბრიელიუს ლანდბერგისი და მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერენ.

„დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში სიამოვნებით არ ხვდებიან“, - აცხადებენ საგარეო უწყების ხელმძღვანელები.