“არ იყიდოთ პიროტექნიკა- პალატაში სამნი ვწევართ, ერთნაირად დაზიანებულიგურამ ბაღდოშვილი

ახალი წლის ღამეს, შეფმზარეულ გურამ ბაღდოშვილს ხელში პიროტექნიკა აუფეთქდა . ბაღდოშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა  და საზოგადოებას პიროტექნიკის გამოყენებაზე უარის თქმა სთხოვა.

„სალამი ყველას. ძვირფასებო დიდი მადლობა, რომ შეწუხდით. კიდევ ერთხელ დაამტკიცა უფალმა ჩემდამი სიყვარული. ვარ მხნედ და ძლიერად, უფალი გვფარავდეს, ამინ!

ხალხნო, არ იყიდოთ პიროტექნიკა, ფოერვერკები, მაშხალები, სოლისტები. ძალიან ცუდი ხარისხის არის შემოსული. პალატაში 3 სული ვწევართ, ერთნაირად დაზიანებული. ფოტოებს არ ვასაჯაროებ ჯერ, მაგრამ აუცილებლად, ჩემს დანაშაულს ვაღიარებ, რომ სისულელე ჩავიდინე და მაგალითი აგერ ვარ“ – წერს გურამ ბაღდოშვილი.