6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს განსაკუთრებით სარისკო პროექტებს და სხვადასხვა ავანტიურას უნდა ერიდოთ. მხოლოდ იღბლის იმედად ნუ იქნებით, თორემ შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ. ნუ გარისკავთ, თუნდაც გეგონოთ, რომ წარმატების შანსი გაქვთ. ყველაზე გონივრული იქნება, თუკი პროექტის დაწყებას ცოტა ხნით გადადებთ. დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვლება და ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ.

კურო

თქვენს ენთუზიაზმს შეიძლება უკუშედეგი მოჰყვეს – ვიღაც ძალიან გააღიზიანოს, რაც თქვენს ყველა წამოწყებას შეაფერხებს. თუ ამის თავიდან აცილება გსურთ, ეცადეთ, ძალები დაზოგოთ და დღე საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში გაატაროთ. ხოლო თუ სიტუაცია თქვენგან აქტიურობას მოითხოვს, ეცადეთ, ზედმეტი გულმოდგინება არ გამოიჩინოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები ტყუპებს მოდუნებას და კარგად დასვენებას ურჩევენ. ეს, უბრალოდ, აუცილებელია ენერგიისა და სიცოცხლისუნარიანობის მარაგის აღსადგენად!
შესაძლოა, მოგიწიოთ, საკუთარი მოვალეობების ნაწილი სხვებს გადააბაროთ, ნაწილი კი ცოტა ხნით „თაროზე შემოდოთ“. არ ინერვიულოთ. ძალების აღდგენას მალე შეძლებთ და რამდენიმე დღეში მუშაობას ახალი ენერგიით შეუდგებით.

კირჩხიბი

შეჯანჯღარება გჭირდებთ, რადგან ისეთ შთაბეჭდილებს ტოვებთ, თითქოს აღარაფერი გაინტერესებთ. თუ საკუთარ ცხოვრებაში ახალი ფერების შეტანას მოახერხებთ, თქვენი ჩამქრალი ენთუზიაზმი გამოცოცხლდება.
გირჩევთ საქმეები ცოტა ხნით გვერდით გადადოთ და სადმე, თუნდაც 2 დღით, დასასვენებლად წახვიდეთ. შემდეგ კი საქმეს ახალი ენერგიით შეუდექით.

ლომი

თქვენს გუნდს, დიდი ალბათობით, მცირე წარუმატებლობა ელის. მიუხედავად იმისა, რომ ეს წარუმატებლობა ძირითადად წვრილმანებში გამოიხატება, თქვენი ყურადღება მთლიანად აქეთ არის გადატანილი. თუმცა, საერთო პრობლემებში თქვენი ბრალი, ფაქტობრივად, არაფერია.

ქალწული

ვარსკვლავები მარტო და დამოუკიდებლად მოქმედებას კატეგორიულად არ გირჩევენ! ამ დღეს მარტო ვერაფერს გადაწყვეტთ და თუ ეცდებით, ცუდი შედეგით დაასრულებთ.
თუ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა გსურთ, სხვების აზრის მოსმენა და კომპრომისის პოვნა მოგიწევთ. ასეთი, ერთი შეხედვით, შემოვლითი გზა ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე პირდაპირი.

სასწორი

მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და ავანტიურებს. ყველგან, სადაც იღბალს დაეყრდნობით, წარუმატებლობა გელით. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, საკმარისია ძველი კარგად გამოცდილი გზით იაროთ და ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავოთ.

მორიელი

გადაჭარბებულმა თავდაჯერებამ შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს – ამ დღეს შეიძლება ის ვერ შენიშნოთ, რაც ცხვირწინ გიდევთ ან უმარტივეს საკითხში შეცდომა დაუშვათ. სამაგიეროდ, მშვენივრად იმუშავებთ მეწყვილესთან ერთად – ბევრად უფრო ყურადღებიანი და ნაკლებად დაბნეული იქნებით.

მშვილდოსანი

თავი შეიკავეთ დიდ პროექტებში მონაწილეობისგან, სადაც, თქვენ გარდა, უამრავი ადამიანი იქნება ჩართული – ნაკლებად სავარაუდოა, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ.
იგივე ეხება ნებისმიერ ერთობლივ წარმოებას. ამიტომ მხოლოდ იმ პროექტებზე გაამახვილეთ ყურადღება, სადაც ყველაფერზე პასუხისმგებელი თავად იქნებით.

თხის რქა

გირჩევთ საკუთარი პროექტის ან საკუთარი თავის პრეზენტაცია ჩაატაროთ და გარშემო მყოფებს თავი მოაწონოთ. საუკეტესოდ გამოგდით ადამიანში ემოციის გამოწვევა. ასე რომ, ნუ დატვირთავთ მსმენელს ციფრებითა და ფაქტებით. ნათელი, გადამდები ემოციები სრულიად საკმარისია.

მერწყული

მზად იყავით იმისთვის, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, საქმეებში, რომლებიც დიდი ხანია, დასრულებული გგონიათ, შეიძლება სირთულეები წარმოიშვას. ასე რომ, დღის განმავლობაში ნებისმიერი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ.

თევზები

ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ინტუიციას არ დაეყრდნოთ, თორემ პრობლემები გელით. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს უნდა მოერიდოთ, მით უმეტეს, როდესაც საქმე მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.