3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თქვენი წარმატების საიდუმლო ადამიანების ორგანიზებისა და მათგან სასურველი შედეგების მიღების უნარია. ასე რომ, როგორც ორგანიზატორი, კოორდინატორი თუ უფროსი შეუცვლელი ხართ! თუმცა, ამ დღეს მუშაობისთვის განწყობილი არ ხართ, ამიტომ ყველა საქმეს სხვისი ხელით გააკეთებთ და ამას არავინ გააპროტესტებს.

კურო

შესაძლოა, ისეთი საქმე დაგავალონ, რომლის შესრულებაც გიძნელდებათ – ფიქრობთ, რომ ამისთვის საკმარისი ცოდნა, უნარები და გამოცდილება არ გაქვთ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი განწყობა შეიძლება შედეგზე ცუდად აისახოს, ამიტომ სანამ საქმეს შეუდგებით, ყველა შიში და ეჭვი უნდა დაივიწყოთ.

ტყუპები

ტყუპებს ენთუზიაზმი არ აკლიათ! თუ საქმეს ხელი მოჰკიდეთ, ყველაფერს გააკეთებთ, რომ წარმატებით დაასრულოთ, თუნდაც ეს ყველაზე უმნიშვნელო და უინტერესო საქმე იყოს. ასეთი დამოკიდებულების წყალობით, საქმე ყოველთვის თავზე საყრელად გაქვთ და გარშემო მყოფებიც თქვენკენ ისე მოიწევენ, როგორც პეპელა ცეცხლის ალისკენ.

კირჩხიბი

ამ დღეს თქვენი მამოძრავებელი ძალა ამბიციებია! თქვენთვის უბრალოდ რაღაცის კეთება საკმარისი არ არის, გსურთ, რომ ყველაფერი სხვებზე უკეთ და თანაც ისე გააკეთოთ, რომ შეგნიშნონ. სწორედ ამიტომ, ეს დღე კარიერული წინსვლისთვის შესანიშნავია. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ გარშემომყოფები თქვენს წარმატებას დადებითად შეხვდებიან.

ლომი

ლომს ერთფეროვნება მობეზრდა. როცა ყოველდღე ერთსა და იმავეს ხედავთ, ეს თქვენთვის აუტანელი ხდება. დეპრესიაში რომ არ ჩავარდეთ, დროა, რაღაც შეცვალოთ. სულ მცირე – თუნდაც საკუთარი გარდერობი, თუმცა ახლა ქალაქგარეთ გასვლა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იმაზე მეტად გჭირდებათ, ვიდრე ოდესმე.

ქალწული

გირჩევთ, მეტი პრინციპულობა გამოიჩინოთ და თუ საჭიროა, მაგიდაზე მუშტის დარტყმაც შეძლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს იდეებსა და დამსახურებებს ვიღაც სხვა მიითვისებს. სხვა გზა უბრალოდ არ გაქვთ – ან სათადარიგოთა სკამზე ყოფნას უნდა შეეგუოთ ან ძლიერი ხასიათი გამოავლინოთ.

სასწორები

ეს დღე ველოსიპედის ტარებას ჰგავს – რაც უფრო ნელა მიდიხართ, მით უფრო მეტი შანსია, რომ დაეცეთ, ხოლო სიჩქარე სასურველ ადგილამდე სწრაფად მისვლაში დაგეხმარებათ. თუ აჩქარება მოახერხეთ, დიდხანს აღარ გაჩერდებით და უამრავი საქმის გაკეთებას შეძლებთ.

მორიელი

დილიდან სამუშაოში ჩაეფლობით და საქმეს ვერავინ და ვერაფერი მოგწყვეტთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ისეთ საქმეებზე კონცენტრირდეთ, სადაც ყველაფერს თავად გადაწყვეტთ. ამ დღეს გუნდური მუშაობა არახელსაყრელია – საკუთარ ფიქრებში ჩაძირული გარშემომყოფთა სიტყვებს ვერც გაიგებთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა ამ დღეს თქვენში ორგანიზაციულმა უნარებმა იმძლავროს და ამაში სიტუაციაც ხელს გიწყობთ. სავარაუდოდ, რაღაც შეხვედრის ორგანიზება მოგიწევთ. გამოწვევას შესანიშნავად გაუმკლავდებით. რა თქმა უნდა, ამას ბევრი ძალა და ნერვები სჭირდება, მაგრამ შედეგი სიამოვნებასაც ბევრს მოგანიჭებთ.

თხის რქა

შესაძლოა, სასტიკ კონკურენციას და ზეწოლას შეეჯახოთ. გამორიცხული არ არის, რომ რომელიმე კოლეგამ თქვენი „განზე გაწევა“ მოინდომოს ან არაკეთილმოსურნეთა მოგერიება მოგიხდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალა უნდა მოიკრიბოთ მოგიწევთ, რათა მოპოვებული პოზიცია არ დათმოთ. გახსოვდეთ, რომ დაკარგულის დაბრუნება ადვილი არ იქნება!

მერწყული

გსურთ, რომ შედეგს ძალიან სწრაფად მიაღწიოთ და ეს საქმეში ხელს გიშლით. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ასეთი აჩქარება საპირისპიროდ იმოქმედებს და შეგაფერხებთ. სიტუაციის გამოსწორებას შინაგანი სიმშვიდე სჭირდება. ამას თუ ვერ შეძლებთ, დაწყებულის დასრულება გაგიჭირდებათ.

თევზები

ამ დღეს თქვენი დევიზია – “მე თვითონ!”. სხვა ადამიანების აზრი არ გაინტერესებთ და მათი რჩევების გათვალისწინება არ გსურთ, ამიტომ გარშემო მყოფებს თქვენი გადაწყვეტილებები მოულოდნელი და ამპარტავნული ჰგონიათ. თუმცა, აქ სხვის აზრს მნიშვნელობა არ აქვს – თევზმა თუ საქმეს ხელი მოჰკიდა, შედეგებზე პასუხისმგებელია, ამიტომ ხელი არავინ უნდა შეუშალოს.