“ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს”- გიორგი ტყემელაძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა.

 

როგორც მან აღნიშნა, თითოეული ქართველის დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის.

 

“დედაქალაქის საკრებულოსა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს.

თითოეული ქართველის დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს, მთელ საქართველოს “- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ, რომლის სამძიმარსაც თბილისის საკრებულო ავრცელებს